The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ დაბრუნდაშვილი

გურამ დაბრუნდაშვილი
დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:17 ივნისი, 2006  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტი 1955 წელს.

სამუშაოდ დატოვეს იმავე ინსტიტუტში ისტორიის კათედრაზე. შემდგომ გადაიყვანეს პარტიის გორის საქალაქო კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილებაში ჯერ ინსტრუქტორად, შემდეგ კი გამგედ. პარტიულ სამუშაოზე ყოფნის პერიოდში იგი, ხშირად იყო პარტიის საქალაქო კომიტეტის წევრი და საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 1974 წლიდან დაბრუნდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გასაგრძელებლად ჯერ საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილების მეთოდისტად, შემდეგ ისტორიისა და მეცნიერული კომუნიზმის კათედრის უფროს მასწავლებლად. 1975 წლიდან იგი ასრულებდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მდივნის მოვალეობას. დაიცვა დისერტაცია ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, რის შემდეგაც დაიკავა კათედრის დოცენტის თანამდებობა. 1992 წლიდან სიცოცხლის ბოლო დღეებამდე განაგრძობდა აქტიურ მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას გორის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობისა და ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. წარმატებული სამეცნიერო და პადაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და საპატიო სიგელი.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.61-63


გააზიარე: