The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ მათიაშვილი

ნოდარ მათიაშვილი
სხვა სახელი:ვეფხო მათიაშვილი
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1959
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1993  (33 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა წყნეთის სასაფლაო
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა წყნეთი.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მსახურობდა ჩეხოსლოვაკიაში, იყო მსროლელი. 1981 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის №54 პროფტექნიკურ სასწავლებელში ავტოშემკეთებელ-ზეინკლის პროფესიით. 1989 წლიდან მუშაობდა თბილისის საფეიქრო ნედლეულის დამუშავებისა და გადამამუშავებელ ფაბრიკაში ინჟინრის თანამდებობაზე. 1992 წლიდან ჩაირიცხა 114-ე ბატალიონ "ავაზაში", ზემდეგის წოდებით. 1992 წლის 7 დეკემბრიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში. დაიღუპა 1993 წლის 1 მარტს სოფელ ლაბრასთან ერთ-ერთი მძიმე საბრძოლო შეტაკების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.277

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: