The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათიკო დადიანი

დათიკო დადიანი
ოფიციალური სახელი:დავით დადიანი
დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:1988  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი.

ათეული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სოფ. ტყვიავის, მეჯვრისხევის, ხიდისთავისა და ატენის ღვინის ქარხნებს. როგორც ტექნოლოგი და როგორც ხელმძღვანელი მუდამ სიახლის ძებნაში იყო. არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია, რაზედაც მკაფიოდ მეტყველებს მის მიერ ნაწარმოები ღვინოების მიერ სხვადასხვა დროს მიღებული მედლები, დიპლომები თუ პრიზები. თითქმის 40 წელი იმუშავა ხელმძღვანელ თანამდებობებზე და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია გორის რაიონის მეღვინეობას. მეღვინე-ტექნოლოგი.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.64-65


გააზიარე: