| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საშა ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიროვაბადი. დაამთავრა ქალაქ კემეროვოს კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტი თეატრალური რეჟისორის სპეციალობით. 1989 წლიდან გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მოღვაწეობისას შექმნა უამრავი საინტერესო სახე: პრინცი ("ჩიპოლინოს თავგადასავალი"), აფხაზი ("ჯვარცმული ბედნიერება", გოგოლი ("საბრალდებო დასკვნა") ბოცო ("ხე ალვად ამოდიოდა"), თურქეთის ელჩი ("საქანელნი ცისანი"), სიმა ("ფილოსოფიის დოქტორი"), მონადირე ("ჩვეულებრივი სასწაული"), ბუ ("წითელქუდა"), ქოსიკო ("ჭინჭრაქა") და მრავალი სხვა. 1997 წელს მუშაობდა პოლიტიკურ მიმომხილველად გაზეთში "გაუხმაურებული ფაქტები". აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მოხალისედ ჩაერთო მიმდინარე საომარ მოქმედებებში სამშობლოს დამცველთა რიგებში ქ. გორში, მონაწილეობდა გაგრის მისადგომებთან სამხედრო ოპერაციებში. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020.-გვ.49-52
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

