The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელი ურჯუმელაშვილი

ტარიელი ურჯუმელაშვილი
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:12 მარტი, 1984  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ვარიანის სასაფლაო, გორის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვარიანი, გორის რაიონი.

თბილისში ჩამოსულმა რაიკოოპერატივთან არსებულ ინსტრუქტორთა მოსამზადებელ კურსებზე დაიწყო სწავლა; შემდეგ  მუშაობა განაგრძო სოფელ ბერბუკში დისლოცირებულ მანქანა-ტრაქტორთა სადგურის უფროსად; 1939 წელს ჩააბარა მოსკოვის საკავშირო დაქვემდებარების ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტზე; პარალელურად დაიწყო მუშაობა ბანკის მმართველად ქ. კასპში; 1949 წელს დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და მიენიჭა იურისტის წოდება; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იყო საქართველოს პროკურატურაში საგანგებო დავალებათა პროკურორი; 1947 წლიდან თიანეთის პროკურორი. 1952 წელს, პირადი თხოვნის საფუძველზე სამუშაოდ გადავიდა ქ. გორის პროკურატურაში უფროს გამომძიებლად; შემდგომ წლებში იგი მუშაობდა ჯერ გორის ავტოსადგურის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ სოფელი ვარიანის მელიორატორად. 

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020.-გვ.53-54


გააზიარე: