The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარი ფერშანგიშვილი

ოთარი ფერშანგიშვილი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1931
გარდაცვ. თარიღი:18 ივნისი, 1999  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის პედინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი; ამავე მსოფლიოს ხალხთა კულტურის ფაკულტეტი; თბილისის კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება; მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება, ასპირანტურა.

ჰქონდა უწყვეტი გასტროლები ყოფილ საბჭოთა კავშირის ქალაქებსა თუ ევროპის ქვეყნებში; ხშირად გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრისა და კრემლის სასახლის სცენებზე; გასტროლებით სტუმრობდა მოსკოვს, ტაშკენტს, შორეულ აღმოსავლეთს, იყო კამჩატკაში, კურილიის კუნძულებზე, მაგადანში, ნოვოსიბირსკში, კიევში, ოდესაში, ლენინგრადსა და მრავალ სხვა რეგიონსა თუ ქალაქში; აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა გორის მშობლიურ ინსტიტუტში; სისტემატიურად აახლებდა და ამდიდრებდა როგორც სასწავლო პროგრამებს სტუდენტთათვის, ისე საკუთარ ვოკალურ რეპერტუარსაც; ბოლო წლებში ო. ფერშანგიშვილი დაინიშნა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის ინსტიტუტის კლუბის დირექტორად; იყო უმაღლესი კატეგორიის კამერული ჟანრის ვოკალისტი, მრავალი ჯილდოსა და სიგელის მფლობელი, 1974 წელს მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის მიერ მიენიჭა აკადემიური ვოკალისტისა და პედაგოგის უმაღლესი დონის კვალიფიკაცია. ქართული ვოკალური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, პროფესორი.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020.-გვ.55-58

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: