The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მამადაშვილი

მიხეილ მამადაშვილი
სხვა სახელი:მიშიკო მამადაშვილი
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1963
გარდაცვ. თარიღი:2 ნოემბერი, 1992  (29 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა თიანეთის სასაფლაო
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მამადაანი, თიანეთის რაიონი.

სწავლობდა თელავის სამშენებლო ტექნიკუმში, 1986 წელს მუშაობა დაიწყო ექსპედიტორად, 1991 წელს კი თბილისის გაზის აპარატურის ქარხანაში გადავიდა. 1992 წლის 27 აგვისტოს ჩუღურეთის რაიონის სამხედრო განყოფილებამ გაიწვია სამსახურში, 101-ე ბატალიონში. აფხაზეთში მიმდინარეს საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის 27 აგვისტოდან იმყოფებოდა გაგრაში, დაიჭრა 2 ოქტომბერს, გამოჯამრთელების შემდეგ ისევ დაბრუნდა ბრძოლის ველზე. დაიღუპა 1992 წლის 2 ნოემბერს სოფელ შრომასთან ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.281


გააზიარე: