| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ქობლიანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ლენინგრადის ვაჭრობის ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ოთხი წელი იმუშავა ქალაქ სიქტივკარში განაწილებით; იყო მაღაზიის დირექტორი და პარალელურად ასწავლიდა ტექნიკუმში; აქტიურად მისდევდა კალათბურთს, ჯერ გორის სპორტული სკოლის ნაკრებში, შემდეგ კი ინსტიტუტის გუნდში; 1963 წელს დაბრუნდა საქართველოში; მუშაობდა გორვაჭრობაში; მცირე ხნის მუშაობის შემდეგ გადავიდა თსუ კომერციის ფაკულტეტზე ვაჭრობის, ეკონიმიკისა და საქონელმცოდნეობის კათედრაზე; დაბრუნდა გორვაჭრობაში; მცირე ხნის მუშაობის შემდეგ გადავიდა თსუ კომერციის ფაკულტეტზე ვაჭრობის, ეკონიმიკისა და საქონელმცოდნეობის კათედრაზე ასისტენტად; მისი სადისერტაციო თემა იყო პირველი ფართომასშტაბიანი სამეცნიერო ნამუშევარი ქართული თაფლის შესახებ, რომელიც მალევე მონოგრაფიად გამოიცა; 1972 წელს არჩეული იქნა დოცენტის თანამდებობაზე; 1975-1980წწ. იყო საქართველოს ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1980-1983წწ. საქართველოს ვაჭრობის მინისტრი; 1983 წლის აპრილიდან დაბრუნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა საქონელმცოდნეობის კათედრაზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული თაფლის ქიმიური შემადგენლობისა და გეოგრაფიული მრავალფეროვნების შესახებ", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.61-62
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

