| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰამლეტ ზარნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1959 წელს; 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალის დაუსწრებელი განყოფილება სპეციალობით - "მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია" 1966 წელს; საქართველოს კ.პ. გორის საქალაქო კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტის სრული კურსი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კომკავშირული საგზურით დაიწყო მუშაობა გორის ხელსაწყოთმშენებელ ქარხანა "გორიხელსაწყოს" ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში კონტროლიორად. მუშაობდა შრომისა და ხელფასის განყოფილების ნორმადარად, ინჟინერ-ნორმადარად, უფროს ინჟინერ-ნორმადარად, განყოფილების უფროს ინჟინერ-ეკონომისტად შრომის დარგში, უფროს ინჟინრად შრომის დარგში, განყოფილების უფროსად, ეკონომიკის განყოფილების უფროსად, საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, ბოლოს, განყოფილების უფროსად. იყო საქარხნო პროფკომიტეტის თავმჯდომარე. 1962 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი. მიღებული აქვს მრავალი სიგელი სხვადასხვა დამსახურებისათვის. 1987 წელს არჩეულ იქნა გორის სახალხო დეპუტატთა მეოცე მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს მანქანათმშენებლობის მუშაკთა პროფკავშირის საპატიო სიგელი და მედალი სოცშეჯიბრებაში გამარჯვებისათვის. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტუდენტურ ცხოვრებაში. იყო ინსტიტუტის ორკესტრის წევრი, ფაკულტეტის პროფკომიტეტის თავმჯდომარე. მისდევდა სპორტს, იყო ტანმოვარჯიშე, მონაწილეობდა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.70-72 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

