| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტატაშ მარშანია![]()
ბიოგრაფიატატაშ მარშანია 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აფხაზეთის მილიციის კომისრად დაინიშნა. 1931 წელს, პარიზში არსებული ქართველ ემიგრანტთა ორგანიზაციის "თეთრი გიორგის" ამავე დასახელების გაზეთში დაიბეჭდა სტატია "აფხაზეთი", სტატიის ავტორი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ (კოკი) დადიანი იყო, რომელიც "მეგობრის" ფსევდონიმით წერდა. იგი ნიკოლოზ ელიზბარის ძე დადიანისა და თამარ მიხეილის ასულ შარვაშიძის ვაჟი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის შვილიშვილი და გიორგი შარვაშიძის დისშვილი იყო. "მე მას (ტატაშ მარშანიას) ძლიერ კარგად ვიცნობდი", − წერდა ნიკოლოზ დადიანი, − "ჩემი პირადი მეგობარიც იყო, და გადაჭრით შემიძლია ვსთქვა, რომ იგი იყო დიდი კეთილის მოსურნე საქართველოსი და აფხაზი, სულით და გულით საქართველოსთან ერთობისა და მჭიდრო კავშირის მომხრე, თანაც დიდი მოძულე რუსებისა. ეს კარგად იცოდა თვით რუსის მთავრობამ და მას განზედ უყურებდა. მას დიდი გავლენა ჰქონდა აფხაზეთში და ამიტომ მისი რიდიც ჰქონდათ. მას სწამდა საქართველო და უყვარდა აფხაზეთი, სურდა აფხაზების რუსეთისაგან განთავისუფლება საქართველოს საშუალებით. ის აფხაზეთის ხსნას საქართველოთგან მოელოდა. მას უნდოდა საქართველოს თავისუფლებასთან ერთად დამტკბარიყო მისი საყვარელი აფხაზეთის თავისუფლებით". ტატაშ მარშანია ყოველმხრივ განათლებული ადამიანი იყო, შესანიშნავად ფლობდა ევროპულ ენებს. მისი თანამედროვენი კარგად იცნობდნენ ტატაშის პოემებსა და მშვენიერ ლექსებს. თავდაპირველად ტატაშ მარშანიას ბოლშევიკებისგან აფხაზეთის დაცვა ქართულ სამხედრო ძალებთან ერთად სურდა. საქართველოს წითელი (შემდგომში სახალხო) გვარდიის მეთაურის, ვალერიან ჯუღელის უტაქტობა გახდა იმის მიზეზი, რომ მას იმედი გაუცრუვდა. ამის მიუხედავად, მრავალი წყაროს მონაცემით, ჯერ კიდევ 1920 წელს ტატაშ მარშანია თბილისში ცხოვრობდა და კავშირი ჰქონდა ჩრდილოკავკასიელ პატრიოტებთან, რომელთა მიზანს გენერალ ა. დენიკინის არმიის მიერ 1919 წლის მაისში განადგურებული ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის აღდგენა წარმოადგენდა. ამ საქმეში მათ დახმარებას საქართველოს მთავრობაც უწევდა. თბილისში ტატაშ მარშანიას ყოფნას იხსენებს მუსტაფა ბუტბაი (ბუტბა), აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავალი, რომელიც 1920 წლის მარტ-აპრილში საქართველოს დედაქალაქს ეწვია. აფხაზი სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Sürgündeki aphaz aristokratlar / ნატო მარშანია.-თბ.,2018.-გვ.251-253
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

