| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ემუხვარი![]()
ბიოგრაფიარევაზ გაბაშვილი, რომელიც 1918 წლის 16 მარტს (ახალი სტილით) ტრაპიზონიდან ბათუმისკენ კრეისერ "Regele Carol I"-ით მიემგზავრებოდა, თავის მოგონებებში "რაც მახსოვს", წერს: "თურმე ეს გემია, რომლის "გაბოლშევიკებულ" მეზღვაურებს (მატროსებს) გაუძარცვიათ შავი ზღვის სანაპიროები, აქა-იქ დაუხოციათ "კონტრრევოლუციონერები" და მოუკლავთ ემუხვარი - გემის ონკანის ორთქლში მოხარშვით". რევაზ გაბაშვილის მონათხრობი ნიკოლოზ ემხვარის მკვლელობაზე "Regele Carol I"-ზე, სინამდვილეს არ შეესაბამება, ეს ამბავი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში შემავალ მეორე რუმინულ ხომალდ "დაკიას" უკავშირდება. 1918 წლის 28 თებერვალს სოხუმს ტრაპიზონიდან სევასტოპოლისკენ მიმავალი დამხმარე კრეისერი "დაკია" (ყოფილი რუმინული სამგზავრო-სატვირთო გემი) მოადგა. "დაკიას" ეკიპაჟის ბოლშევიკი მეზღვაურები ნაპირზე გადმოვიდნენ და ბულვარზე მოსეირნე აფხაზური ასეულის პორუჩიკს, თავად ნიკოლოზ ემხვარს შეეჩეხნენ. მას მეფის არმიის ოფიცრის მუნდირი ეცვა, მეზღვაურებმა თავად ემხვარს სამხრეების მოხსნა მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. მეზღვაურებმა თავადს ოფიცრის სამხრეები ძალით მოაგლიჯეს. შეურაცხყოფილმა აფხაზმა რევოლვერით ერთი მათგანი მოკლა, მეორე დაჭრა, თავად კი გაიქცა. "დაკიას" მეზღვაურები თავად ნიკოლოზ ემხვარის დაკავებას, მოკლული მეზღვაურის ოჯახისთვის 15 ათას რუბლსა და რაც მთავარი იყო, სოხუმში ხელისუფლების ბოლშევიკური სამხედრო-რევოლუციური კომიტეტისთვის გადაცემას მოითხოვდნენ. ხომალდის ეკიპაჟს მხარი მაშინვე აუბეს აფხაზმა ბოლშევიკებმა, რაც საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გადაყენებითა და ძალაუფლების ადგილობრივი ბოლშევიკებისთვის გადაცემით დასრულდა. ნიკოლოზ ემხვარი და მისი ძიძიშვილი სმელ ბადია სოფელ დრანდასთან დააკავეს და სოხუმში წაიყვანეს. დიმიტრი შალიკაშვილი, რომელიც ქართულ დიპლომატიურ მისიაში ანგორაში, ნიკოლოზ ემუხვარის ძმასთან, დავით ემუხვართან ერთად მსახურობდა იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 1921 წლის 1 იანვარს დავით ემუხვარმა წერილი მიიღო თურქეთში საიდუმლო მისიით მყოფ აფხაზი ბოლშევიკ ეფრემ ეშბასგან, რომელიც მას შეხვედრას სთხოვდა. ეფრემ ეშბამ, რომელსაც იმჟამად სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ნიკოლოზ ემუხვარს პირობა მისცა, რომ უზრუნველყოფდა სამართლიანი სასამართლოს ჩატარებას. ამისდა მიუხედავად ბოლშევიკებმა, რომლებიც ნიკოლოზ ემუხვარის გადაცემას ითხოვდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში სოხუმის დაბომბვით იმუქრებოდნენ, 1918 წლის თებერვალში ნიკოლოზ ემუხვარი, "კავკასიური ველური დივიზიის" ოფიცერი (პორუჩიკი), სოხუმის ყურეში რეიდზე მდგარი ნაღმოსნის, "დერზკის" საცეცხლურში ცოცხლად დაწვეს. 1933 წელს მწერალმა ლეო ქიაჩელმა ამ ტრაგიკულ ისტორიას მოთხრობა "ჰაკი აძბა" მიუძღვნა. კომუნისტური რეჟიმის მკაცრი ცენზურის გამო მწერალმა რეალური პიროვნებები გამოგონილი პერსონაჟებით შეცვალა. წყარო: აფხაზი თავადის ვაჟკაცობა / თემურ ჩაჩანიძე //არსენალი.-თბილისი, 2013.- 1987-5061 დეკემბერი.- N17(190).- გვ.56-59; dspace.nplg.gov.ge; აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Sürgündeki aphaz aristokratlar / ნატო მარშანია.-თბ.,2018.- გვ.259
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

