| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მინა მარუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, 1903 წლიდან კი თბილისის გეოდეზიის სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1907 წელს ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და იმავე წელს ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1912 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თელავის მაზრის სოფელ ყვარელში დაიწყო მუშაობა, შმდეგ ყვარლიდან სოფელ ქვემო მაჩხაანში გადავიდა საექიმო პუნქტის გამგედ. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს ოსმალეთისა და სპარსეთის ფრონტებზე იყო, 1918 წელს ისევ სოფელ მაჩხაანში დაბრუნდა. 1919 წელს ხაშურში ექიმად მიიწვიეს, 1920 წელს თბილისის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიური კათედრის ასისტენტად აირჩიეს, 1920-1922 წლებში მონაწილეობდა ყარაიასა (გარდაბანი) და კახეთის მალარიის ექსპედიციებში მალარიისა და მასთან ბრძოლის საშუალებების გამოსაკვლევად. 1921 წელს, ექიმ ს. კანდელაკთან ერთად, ფეხით შემოიარა თითქმის მთელი კახეთი და მალარიის ეპიდემიით დაავადებულ გლეხობას დაუღალავად ეხმარებოდა, მკურნალობდა ქინაქინით. 1925 წელს გადავიდა რკინიგზის საავადმყოფოს მალარიის განყოფილებაში. მინა მარუაშვილი დაუღალავად მოგზაურობდა და პრაქტიკულად იკვლევდა მალარიის გავრცელების პირობებს. 1926 წელს მიიწვიეს ჯანსახკომში მალარიის სექციის გამგედ და ტროპიკული დაავადებების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. 1927 წელს ჯანსახკომმა მიავლინა საზღვარგარეთ, სადაც, კერძოდ ჰამბურგში, აწარმოებდა მეცნიერულ დაკვირვებებს მალარიასთან ბრძოლის თანამედროვე მეცნიერული მეთოდოლოგიის გასაცნობად. ყოფილი მიწისმზომელი, კარგად იცნობდა საქართველოს ადგილმდებარეობასა და მალარიის გავრცელების ბუნებრივ მიზეზებს. განსაკუთრებით კარგად იცნობდა განსახლებისა და ახალშენების საკითხს, რის გამოც ჯანსახკომი მუდამ მას გზავნიდა ხოლმე საქართველოს საგეგმო კომისიაში, სადაც მის რჩევებს მალარიის, განსახლებისა და ახალშენების საკითხების გადაჭრის დროს დიდი ნდობით ისმენდნენ. ჯანსახკომისა და საქართველოს საგეგმო კომისიის დავალებით, შეადგინა "მალარია და მასთან ბრძოლის გეგმა საქართველოში" (ტფ., 1929), რომლის მასალები ჯანსახკომმა თავისი პრაქტიკულ საქმიანობას საფუძვლად დაუდო. მინა მარუაშვილი კახეთის სოფლებში პრაქტიკული მუშაობით დარწმუნდა, თუ რა დიდი უბედურება იყო გლეხობისთვის მალარია, იგივე ციებ-ცხელება. ეს იყო საქართველოს ეროვნული, საუკუნეობრივი და სოციალური პრობლემა. მალარიასთან ბრძოლას საქართველოში ჰქონდა დიდი საზოგადოებრივ-ეკონომიური მნიშვნელობა. მალარიის დარგში მინა მარუაშვილს დაწერილი აქვს: "ერითროციტების ბაზოფილური მარცვლოვნობის მნიშვნელობა მალარიის დროს" (კლინიკური დაკვირვებანი 230 სტაციონარულ ავადმყოფზე); "საქართველოს სამალარიო სადგურების მუშაობის გეგმა"; "ფოთის მალარიის ლიკვიდაციის საკითხისათვის"; "საახალშენო საკითხი მალარიასთან დაკავშირებით" (ამიერკავკასიის მალარიის ყრილობაზე წაკითხული მოხსენება, დაიბეჭდა გერმანულ პრესაში); "კურორტ წყალტუბოს მალარიისგან გაჯანსაღების გეგმა (1928 წელი). ექიმი-მალარიოლოგი, საქართველოში მალარიისა და მასთან მეცნიერული ბრძოლის ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.68 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

