| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურგენ კობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხმორი, ონის რაიონი. დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა გორის ჯერ მე-2, შემდეგ მე-4 საშაულო სკოლების პედაგოგად. შემდეგში მუშაობა დაიწყო სამეურნეო მუშაკად გორში, ხე-ტყის მომარაგების, გადამუშავებისა და რეალიზაციის სფეროებში. არაერთი მადლობა თუ საპატიო სიგელი აქვს მიღებული ადგილობრივი თუ რესპუბლიკური პარტიული და სამეურნეო ორგანიზაციების ხელმძღვანელობისაგან კარგი და ნაყოფიერი მუშაობისათვის. ხშირად გზავნიდნენ მას შორეული ციმბირის ქალაქებში და რაიონებში, რათა ადგილზე ოპერატიულად ეხელმძღვანელა და წარემართა საქართველოსთვის ფონდირებული ხის დამზადება და ტრანსპორტირება. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-81-83
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

