The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი გიგინეიშვილი

აკაკი გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1950  (76 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი ნახევარგამტარები და დიელექტრიკების სპეციალობით 1973 წელს.

1967 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1967-1970წწ.  და 1975-1978წწ. ფიზიკის კათედრა, ლაბორანტი; 1978-1997წწ. რადიოქიმიური საპრობლემო ლაბორატორია: 1978-1986წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1990წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1997წწ. ლაბორატორიის გამგე; 1997-2002წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, პროფესორი; 2002 წლიდან საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, უფროსი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1986), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1997).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: