| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იულონ ხადური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტყვიავი, გორის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შავი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით. მუშობდა ქარხანა "გორიხელსაწყოში" ჩამოსასხმელი საამქროს ოსტატ-ინჟინრად; მექანიკური ქარხნის დირექტორად; გორის პარტიის საქალაქო კომიტეტის მდივნად; გორის მაცივარკომბინატის მთავარ ინჟინრად; გორისლუდ-ლიმონათის ქარხნის დირექტორად; გორის ხორცკომბინატის დირექტორად; სოფელ კარალეთის საკონსერვო ქარხნის ინჟინერ-მექანიკოსად; შემდეგ იყო ქარელის საკონსერვო ქარხნის წარმოების უფროსი, კოოპერატივ "ახალიტექნიკის" მეურნეობის დირექტორი; საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტის ინჟინერი, განყოფილების უფროსი და ა.შ. მას მრავლად ჰქონდა მიღებული მადლობები, სიგელები, პრემიები და სხვა სახის სამთავრობო ჯილდოები. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020.-გვ.83-85
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

