| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯიმშერ ხადური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე შეუდგა მუშაობას გორის რაიონის სოფელ ახალსოფლის ამბულატორიის გამგის თანამდებობაზე. 1953 წელს იგი გაიწვიეს სამხედრო სამედიცინო სამსახურში. შორეულ აღმოსავლეთში სამი წლის მსახურების შემდეგ დაბრუნდა გორში სამოქალაქო სამედიცინო სექტორში სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარგის მაიორის წოდებით. მისი შრომითი მოღვაწეობა გაგრძელდა გორის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, ქირურგ-ორდინატორის რანგში. მუშაობდა 2007 წლამდე. ქირურგი. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.86-88
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

