The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია ბუაჩიძე

ზაქარია ბუაჩიძე
Date of birth:6 May, 1947  (79 years)
Category:Engineer, Scientist, Educator, Physicist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი ნახევარგამტარების და დიელექტრიკების სპეციალობით, ელექტრონული ტექნიკის ინჟინრის კვალიფიკაციით 1970 წელს; მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის მიზნობრივი ასპირანტურა 1979 წელს.

1972-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, მყარი სხეულების ფიზიკის კათედრა, ელექტრონიკის ლაბორატორია, ლაბორანტი; 1974-1976წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი (ქ. მოსკოვი) სტაჟიორი; 1980-2006წწ. თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი, უმცროსი მეცნიერ მუშაკი, უფროსი მეცნიერ მუშაკი, დარგობრივი ლაბორატორია N8, სექტორის უფროსი, ლაბორატორიის უფროსის მოადგილე, ლაბორატორიის უფროსი; 2006 წლიდან არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2011 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტში: 2011-2013წწ. მიწვეული ასოცირებული პროფესორი; 2017 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან ვირტუალური მოდელირების ცენტრის მე-3 კატეგორიის უგფროსი სპეციალისტი. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მონაწილეობა აქვს მიღებული 25-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და  საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობაში. არის 3 პატენტის მფლობელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2011).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრტყელი მართვადი და ტალღგამტარიანი ოპტრონის შემუშავების საფუძვლლები", დაიცვა 1979 წელს, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო მონაცემთა ბაზა: institutes.gtu.ge


Share: