| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ხაჩირაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თედოწმინდა, გორის რაიონი. შრომითი საქმიანობა 1962 წლიდან დაიწყო, იყო გამომთვლელი მანქანების ცენტრალური სადგურის მთავარი ინჟინერი; გორის რაიონის სოფელ ძევერის მეურნეობის ეკონომისტი; გორის კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ეკონომიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-მუშაკი; შსს გორის საქალაქო განყოფილების უფროსი და ა.შ.; 1970-1971 წლებში თადარიგის ოფიცრის რანგში გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში და იმუშავა ქ. თელავის სამხედრო ნაწილის საფინანსო განყოფილებაში. ნაყოფიერი და წარმატებული შრომისთვის მიღებული ჰქონდა სიგელები, დიპლომები, მედალი, პრემიები. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.91-93
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

