The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ მასხულია

ნიკოლოზ მასხულია
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1887
გარდაცვ. თარიღი:1942  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვაითა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის გიმნაზია; ოდესის ფარმაცევტული ინსტიტუტი 1917 წელს.

1919 წელს მუშაობდა თბილისის უნივერსიტეტში ასისტენტად, 1929 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტში. 1930 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო ხარისხი, ლექციებს კითხულობდა ფარმაკოქიმიური ანალიზისა და ფარმაკოქიმიის (სამკურნალო ქიმია) დარგში. მონაწილეობდა ქართული ფარმაკოპეას (ფარმაცევტების სახელმძღვანელო ოფიციალური კრებული) შედგენაში, აგრეთვე, ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-ფარმაკოქიმიური ინსტიტუტის ფარმაკოქიმიურ და ფარმაკოქიმიური ანალიზის განყოფილებებს. გამოქვეყნებული ნაშრომები: 1. არსენიკუმის რაოდენობის განსაზღვრის საკითხის შესახებ არსაცეტინში  ("თანამედროვე ფარმაცია". -1930. - №2. - გვ. 36-39), 2."რაოდენობითი განსაზღვრა იოდისა იოდკალიუმში" ("თანამედროვე ფარმაცია". - 1930. -5-6. - გვ. 34-39), 3."სამკურნალწამლო ნივთიერებათა კონტროლის აუცილებლობის შესახებ" ("თანამედროვე ფარმაცია").- 1930. - 1. - გვ. 22-32), 4."GALLAE ROSAE-ს მთრიმლავ ნივთიერებათა შესახებ" ("თანამედროვე ფარმაცია". - 1930. -   3-4. - გვ.46-59), 5."კალიუმ პერმანგანიცუმის ხსნარის მომზადების შესახებ" ("თანამედროვე ფარმაცია". - 1930. -  1. -გვ.53-55), 6. "ალკალოიდების რაოდენობითი განსაზღვრა შმაგას ფოთლებსა და მის პრეპარატებში" (სამეცნიერო-კვლევითი ფარმაკო-ქიმიური ინსტიტუტის შრომათა კრებული. - 1939. - ტ.2. - გვ.34-35), 7."დიგალენ-ნეო"(" სამეცნიერო-კვლევითი ფარმაკო-ქიმიური ინსტიტუტის შრომათა კრებული. -1941. - 4. - გვ. 7-9. - რეზუმე რუსულ ენაზე). ფარმაკო-ქიმიკოსი, ფარმაკოლოგი, პროვიზორი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.80; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.259-261; tsmu.edu


გააზიარე: