The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ლალებაშვილი

გივი ლალებაშვილი
Legal name:გიორგი ლალებაშვილი
Date of birth:6 May, 1932
Date of death:5 September, 1998  (at 66 years)
Category:Public official, Engineer, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალის სამშენებლო ფაკულტეტი.

ბავშვობიდანვე იტაცებდა სპორტი, განსაკუთრებით იზიდავდა ტანვარჯიში. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობა დაიწყო გორის რაიონის სოფელ ტყვიავში ფიზკულტურის მასწავლებლად. შემდგომში იგი სამუშაოდ მიიწვიეს ქარხანა "გორიხელსაწყოში", სადაც მოგვიანებით აირჩიეს პირველადი პარტიული ორგანიზაციის მდივნად. სხვადასხვა დროს მუშაობდა სახალხო დეპუტატთა გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური განყოფილების მთავარ ინჟინრად, გორის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ, N9 სამშენებლო ტრესტის პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარედ, უსინათლოთა სასწავლო-საწარმოო წარმოების მთავარ ინჟინრად და შემდეგ დირექტორად, გორის სახლთმშენებლობის კომბინატის მთავარ არქიტექტორად და ა.შ.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.89-90


Share: