The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა გრძელიძე

დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1987 წელს; სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1975 წლიდან მუშაობდა საოლქო გაზეთ "საბჭოთა ოსეთში"; ნამუშევარია სტილისტად, სამდივნოს უფროს კორესპონდენტად, კულტურის განყოფილების გამგის მოადგილედ, პასუხისმგებელ მდივნად; 1987-1991წწ. გაზეთ "სოფლის ცხოვრების" საკუთარ კორესპონდენტად (შტატგარეშე) სამხრეთ ოსეთში; 1993-1996 წწ. ცხინვალის სარაიონო-საბავშო ახალგაზრდული ბიბლიოთეკის უფროს ბიბლიოთეკარად; 1996–1997 წლებში ცხინვალის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ასწავლიდა ჟურნალისტიკას. 1997 წლიდან მუშაობდა "საქართველოს რესპუბლიკის" საკუთარ კორესპოდენტად ცხინვალში. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.201


გააზიარე: