The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლომონ აზმაიფარაშვილი

სოლომონ აზმაიფარაშვილი
Other name:სოლომონ აზმაიპარაშვილი
Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Laborer, Politician, Rail professional

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, (მაშინდელი გორის მაზრა), კასპის რაიონი.

XIX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს მუშაობა დაიწყო თბილისის რკინიგზის სახელოსნოში, მაშინ თბილისში ჩამოყალიბებული სოციალ-დემოკრატიული ჯგუფებიდან ერთ-ერთი მოქმედებდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოში, სადაც სოლომონ აზმაიფარაშვილი მუშაობდა. 1900 წლის აგვისტოდან თბილისში საყოველთაო გაფიცვები დაიწყო, რომლებშიც რკინიგზის 4 ათასზე მეტი მუშა მონაწილეობდა. სწორედ იმ დროს დაისვა იატაკქვეშა სტამბის შექმნის საკითხი. სოლომონ აზმაიფარაშვილს ცოლად ჰყავდა ნუშა (ნუშკა) მირზაშვილი. მათი სახლი რევოლუციურად განწყობილი მუშების შეკრების ერთ-ერთ ძირითად ადგილად იქცა. ხაზინადრად შეარჩიეს ნუშა მირზაშვილი-აზმაიფარაშვილი, რომელიც შემოწირულობებიდან შეგროვილ დანაზოგს ახმარდა საზღვარგარეთ დაგეგმილ არალეგალურ კონფერენციებს და რევოლუციური საქმიანობისთვის საჭირო სხვა ხარჯებს. სოლომონ აზმაიფარაშვილის სახლის სარდაფში პროკლამაციები ერთი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა, 1900-1901 წლებში კი მოქმედებდა პირველი არალეგალური სტამბა ამიერკავკასიაში. სოლომონ აზმაიფარაშვილის სახლში, გარდა რევოლუციონერებისა, სხვადასხვა დროს სტუმრად იმყოფებოდნენ გამოჩენილი ქართველი და რუსი მწერლები, მათ შორის აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, მაქსიმ გორკი და სხვ. იგი გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობდა და დეპოს მუშათა ლიდერად ითვლებოდა. ის იყო განათლებული პიროვნება და ორატორი, უყვარდა შექსპირი და ხშირად ციტირებდა ცალკეულ ფრაზებს. ახლანდელ არტ-ჰოლს მისი ძველი სახელი "პლეხანოვის კლუბი", სწორედ მისი ინიციატივით ეწოდა. 

წყარო: პირველი არალეგალური სტამბა ნაძალადევში ამოქმედდა / ნიკო ჯავახიშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი.-თბილისი,2016.-N 5 (65).-გვ.26–32


Share: