The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ პოჩოვიანი

სიმონ პოჩოვიანი
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით, ინჟინერ-ელექტრიკოსის  კვალიფიკაციით 1975 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტის (ქ. მოსკოვი) ასპირანტურა სპეციალობით მართვის ავტომატიზებული სისტემები 1992 წელს.

1994 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრაზე: 1994-1998წწ. ასისტენტი; 1998-2004წწ. უფროსი მასწავლებელი; 2004-2006წწ. დოცენტი; 2006 ასოცირებული პროფესორი. 93 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 66 სამეცნიერო სტატიის, 3 მონოგრაფიის, 8 მეთოდური მითითების და 16 სახელმძღვანელოს. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: