| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1956 წელს. სტუდენტობის დროსვე გამოიკვეთა მისი სპორტული შესაძლებლობები. განსაკუთრებით იზიდავდა კრივი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად, ხოლო 1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა გორის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ლაბორანტიდან განყოფილების გამგის თანამდებობამდე. კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შესრულდა მრავალი თეორიული და პრაქტიკული სამუშაო. იგი იყო ჰიდრავლიკურ-პნევმატიურ მოწყობილობათა და სისტემათა ერთადერთი სპეციალისტი კვლევით ინსტიტუტში. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.95-98
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

