| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან მაღალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გურჯაანი, გურჯაანის რაიონი. პეტრე კაპანაძისა და იაკობ მონადირაშვილის ხელმძღვანელობით შეისწავლა გალობა და ნოტები. 1899 წლის ბოლოდან გურჯაანის სკოლაში ასწავლიდა სიმღერა-გალობას. 1900 წლიდან შექმნა საეკლესიო და საერო-ხალხურ (კახელ) მომღერალთა გუნდი. ასწავლიდა უფასოდ, კახეთის სოფლებში კონცერტებს მართავდა, რომლის შემოსავალი სოფელ გურჯაანის ათწლედის შენობის ასაგებად ფონდში შეჰქონდა. საკუთარი ხელით გაშენებული ჰექტარნახევარი ვენახი, ამავე სკოლას შესწირა. 1929 წელს, სრულიად საქართველოს ხელოვნებათა ოლიმპიადაში თავისი გუნდით მონაწილეობის დროს, აღმოსავლეთ საქართველოს მომღერალ გუნდთა შორის პირველი ჯილდო მიიღო (გუნდს 3.000 მანეთი და ხელფასი 25.000 მანეთი), ასევე გაიმარჯვა 1937 და 1938 წლებში – გუნდს გადასცეს I ხარისხის სიგელი, ხოლო მას – საათი წარწერით და პირველი ხარისხის მოწმობა. მისი რეპერტუარი იყო: "ძველი მუშური", "დიამბეგო", "მუმლი მუხასა", "დედოფლის წაყვანა", "ლაშქრული" და სხვ., აგრეთვე, საეკლესიო საგალობლები. მღეროდა 70-ზე მეტ ხალხურ სიმღერას. გუნდში ჰყავდა 30 წევრი. წერდა სიმღერებს და თვითონვე გადაჰქონდა ნოტებზე. ძველ ხალხურ სიმღერებს მღეროდა სწორად და ორიგინალურად. უსასყიდლოდ ემსახურებოდა რკინიგზასა და საზოგადოებას, – სხვადასხვა რაიონს, სოფელსა და ქალაქში; აგრეთვე, მოწაფეთა თვითმოქმედ წრეს უფასოდ ხელმძღვანელობდა. 1923 წელს გადაუხადეს საზოგადოებრივი მოღვაწეობის იუბილე. 1938 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სსრ ხალხური შემოქმედების კაბინეტმა დანიშნა გურჯაანის რაიონის მომღერალთა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ყოფილი დიაკვანი (1917 წელს გაანება თავი), ქველმოქმედი, მომღერალ-მგალობელი, გურჯაანის რაიონის ეთნოგრაფიული სახალხო გუნდის შემქმნელი და ხელმძღვანელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.83
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

