The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სეირანი მესროფოვი

სეირანი მესროფოვი
Date of birth:1930
Date of death:1968  (at 38 years)
Category:Entertainer

Biography

დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი.

წლების განმავლობაში მუშაობდა ინსტიტუტის კლუბის გამგედ; ახალგაზრდობას უფასოდ და უანგაროდ ასწავლიდა ევროპულ (სამეჯლისო) ცეკვებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ინსტიტუტის სასულე ორკესტრის ჩამოყალიბებაში; ამ ორკესტრის თანხლებით გამოდიოდა პედაგოგიური ინსტიტუტის კოლექტივი საპირველმაისო და საშვიდ ნოემბრო აღლუმებზე, რაც მაშინ მეტად მნიშვნელოვან და საამაყო საქმედ ითვლებოდა. ქ. გორისა და გორის რაიონის მასშტაბით, სადაც კი რაიმე კულტურული ღონისძიება ტარდებოდა (თვითშემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები, საესტრადო სიმღერები თუ ცეკვები, მუსიკალური ფესტივალები, თუ კონკურსები და ა.შ.), იგი მუდმივად ამ ღონისძიებათა ცენტრში ტრიალებდა. აქტიურად მონაწილეობდა თითქმის ყველა საქალაქო თუ სარაიონო მასშტაბის თვითშემოქმედ კოლექტივების კონკურსებში, ფესტივალებში და სხვა სადღესასწაულო საზეიმო კონცერტებში, რესპუბლიკური მასშტაბის ღონისძიებებში. რესპუბლიკურ ფესტივალებზე გორიდან წარგზავნილ კოლექტივებში უცვლელად ეჭირა თავისი ადგილი. მრავალი თეატრალური როლი აქვს შესრულებული. ფოტოხელოვნებასაც კარგად ფლობდა. დაჯილდოებული იყო მრავალი სიგელით, დიპლომით და პრიზით. 

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007.გვ.-101-105


Share: