| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მუკნიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, გორის რაიონი. დაამთავრა გორის პროფტექნიკური სასწავლებელი და მიიღო ზეინკლის კვალიფიკაცია. მეორე მსოფლიო ომამდე ზეინკლად მუშაობდა გორის საკონსერვო ქარხანაში. ომიდან დაბრუნების შემდეგ აქვე გააგრძელა მუშაობა, შემდეგ კი ბამბეულის ქსოვილების კომბინატში. 1941-1945წწ. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა ფრონტზე და ბრძოლებით გაიარა მთელი აღმოსავლეთ ევროპა.1958 წელს გააგზავნეს ქ. მოსკოვში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, რის შემდეგაც იგი მუშაობას კვლავ აგრძელებს ბამბეულის ქსოვილების კომბინატში, სარემონტო საამქროში. როგორც მაღალკვალიფიციური ზეინკალი, სამუშაოდ გადაიყვანეს ახლადჩამოყალიბებულ ქარხანაში (ზუსტი ხელსაწყოების ქარხანაში. ქ. გორი), ხოლო შემდეგ ასევე ახლადგახსნილი საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტის მექანიკურ საამქროში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები: ათამდე საბრძოლო მედალი და მადლობა, საპატიო სიგელები, მადლობები და ფულადი პრემიები. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.108-110 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

