| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხვთისავარ არჩემაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თეთრახევა, თიანეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1957 წელს. 1958-1961წწ. მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში რადიოს უკანასკნელი ცნობების უმცროს რედაქტორად; 1961-1966წწ. მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის რედაქციის რედაქტორად; პროპაგანდის რედაქციის რედაქტორად; 1966-1981წწ. განყოფილების გამგედ; 1981-1984წწ. იყო ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" განყოფილების გამგე; 1990-1992წწ. გაზეთ "ლემის" კორესპონდენტი; გაზეთ "ერთობის" რედაქტორის მოადგილე; გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტი; 1995 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1978). წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.204 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

