The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ნუცუბიძე

გურამ ნუცუბიძე
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 1996  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი სპეციალობით კვების მრეწველობის მანქანები და აპარატები; უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით დაკონსერვების ტექნოლოგია.

მუშაობდა შემდეგ დაწესებულებეში: თბილისის N66 საფოსტო ყუთი, ინჟინერ-კონსტრუქტორი; გორის ლუდ-ლიმონათის ქარხანა, წარმოების უფროსი; გორის ცეკავშირის სასურსათო კომბინატი, მთავარი ინჟინერი, შემდეგ დირექტორი; გორის "საქსოფლტექნიკის" გაერთიანება, ინჟინერი ხარისხის დარგში; გორის საკონსერვო გაერთიანება, ინჟინერი, საამქროს უფროსი; თბილისის საპროექტო-საკვლევი ინსტიტუტი, წამყვანი ინჟინერ-კონსტრუქტორი; გორის "საქაგროპრომის" ტექნიკური ზედამხედველი და ა. შ. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის მიღებული ჰქონდა საიუბილეო მედლები, გარდამავალი პრიზები, საპატიო სიგელები, ფულადი პრემიები და ა. შ.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-117-121


გააზიარე: