The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ოქროპირიძე

ოთარ ოქროპირიძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 2006  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დისევი, ცხინვალის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და მიიღო მეტყევე-ინჟინრის სპეციალობა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნების დაცვის ფაკულტეტი.

მონაწილოებდა მეორე მსოფლიო ომში; ომიდან დაბრუნდა რამდენიმე საბრძოლო მედლით და სარდალთა მადლობებით.; სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ცხინვალის სატყეო მეურნეობის მეტყევე-ინჟინრად; სოფ. დისევის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ (ამ პერიოდში მისი თაოსნობით მოწესრიგდა სოფლის წყლით მომარაგების, ელექტროენერგიისა და რადიოს ხაზების გაყვანის მტკივნეული პრობლემები. აშენდა ასევე ადმინისტრაციული და რვაწლიანი სკოლის შენობები); გორის საცდელსაჩვენებელ სატყეო მეურნეობაში ტყის კულტურების ინჟინრად (გააშენა ათობით ჰექტარი ტყის მასივი); შიდა ქართლის კომპლექსური ლაბორატორიის უფროსად; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, სპეციალობის მიხედვით მრჩეველ-კონსულტანტად და ა.შ.; იყო საქართველოს მწვანეთა პარტიის აქტიური წევრი და გორის განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი. მიღებული აქვს საქართველოს საპატიო მონადირის წოდება და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მადლობა. მუშაობდა სასამართლოში მსაჯულად. სისტემატურად აქვეყნებდა საინტერესო წერილებს, როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის "საქართველოს ბუნებაში".

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-121-123

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: