| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჩხოტუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სან-ფრანცისკო, აშშ. ზურაბ ჩხოტუა ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუასა და ქეროლ მარმონის ოჯახში დაიბადა. 8 წლიდან სწავლობდა შვეიცარიაში, ფრაიბურგის სკოლა-ინტერნატში. 1954 წელს ჩხოტუების მთელი ოჯახი საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. ლოზანაში ზურაბ ჩხოტუამ გაიცნო პრინცი ხუან-კარლოს დე ბურბონი. 1965 წელს იგი პალმა დე მალიორკაზე ჩავიდა, 1974 წლის აგვისტოში ჯვარი დაიწერა ცნობილი ბიზნესმენის, პედრო სალასის ერთადერთ ქალიშვილზე მარიეტა სალას ზაფორტეზაზე. ოჯახი დიდ დროს ატარებდა რანჩოში, კალიფორნიაში, სადაც მათ განთქმული სუფთა ჯიშის არაბული ცხენები მოაშენეს. წყვილმა ერთად 30 წელზე მეტხანს იცხოვრა. განქორწინდნენ 2000-იან წლებში. მარიეტა სალასი მალიორკაზე დარჩა. მარიეტას მამამთილთან, ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუასთან ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სწორედ მან და ნიკი ჩხოტუას მდივანმა - ოლგა ფონ დენმა ჩამოიტანეს 1988 წელს ურნა ნიკის დაფერფლილი გულით თბილისში და ჩუმად დაკრძალეს დედისა და დის გვერდით ერთ საფლავში, ვერაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიასთან. ზურაბ ჩხოტუას საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენდა საერთაშორისო ვაჭრობა. ბიზნესის მიმართ ინტერესი მან ჯერ კიდევ უნივერსიტეტში გამოავლინა, სადაც ეკონომიკის საფუძვლებს ეუფლებოდა. შემდეგ კი დააარსა სამშენებლო კომპანია "Portofornells", რომლის მეშვეობითაც ახორციელებდა მსხვილ პროექტებს. ზურაბ ჩხოტუამ თავისი წვლილი შეიტანა "Barreiros de Sol de Mallorca" და "Casino"-ს მშენებლობაში, რომლებიც 1970-იანი წლების მალიორკის სიმბოლოებად მიიჩნევა. მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტი მალიორკაზე კი იყო "Dorint-Hotel" ("Staigenbergeri"). ზურაბ ჩხოტუას ეკუთვნოდა, აგრეთვე, გოლფ-კურორტის შექმნის იდეა კამპ დე მარში. იგი თავად იყო გოლფ-კლუბის პრეზიდენტი. აქ აშენებული 18-გოლიანი გოლფის მინდორი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოედანია ესპანეთში. ფლობდა "ფერარის" შესანიშნავ კოლექციას. 1959 წლიდან 1964 წლამდე მონაწილეობდა სხვადასხვა ტურნირებსა და ჩემპიონატებზე: "FERRARI 250 GTO", "SHELBY COBRA"," ALFA ROMEO GIULIETTA"-ზე და სხვ. 1980-იანი წლების დასასრულს ზურაბ ჩხოტუამ მალიორკა დატოვა. მას შემდეგ საცხოვრებელი ადგილი რამდენჯერმე შეიცვალა. ცხოვრობდა შვეიცარიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლოს კი დამკვიდრდა მაროკოში, სადაც ყოფილმა მეფემ ჰასან II-მ თავშესაფარი მისცა და დაასაქმა. მაროკოშივე დაუმეგობრდა იგი მონარქ მუჰამედ VI. ზურაბ ჩხოტუა გარდაიცვალა 2019 წლის 18 ივლისს რაბათში (მაროკო). ანდერძის თანახმად დაკრძალეს ჟენევაში, თავისი მშობლების გვერდით. ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას შვილი. წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.-თბ.,2020.-გვ.447-450
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

