The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ წიკლაური

მარიამ წიკლაური
დაბადების თარიღი:9 დეკემბერი, 1968  (57 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი (სანქტ-პეტერბურგი), რუსეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (სპი) ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1991 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის მეცნიერულ-ტექნიკური თარგმანის განყოფილება (სპი) ინგლისური ენის სამეცნიერო ლიტერატურის მთარგმნელის კვალიფიკაციით 1990; წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი  (SANGU) მათემატიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხით; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა სპეციალობით "ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაციისა და მართვის სისტემები" 2016 წელს.

1992-2011წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიოსამედიცინო ტექნიკის კათედრა, ინჟინერი, ლაბორანტი; 2011 წლიდან ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი: ლაბორანტი, სპეციალისტი, უფროსი მასწავლებელი 0.5 ს /ე, სპეციალისტი; ასისტენტ-პროფესორი 0.5 ს /ე, სპეციალისტი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. აკადემიური დოქტორი (2016), პროფესორი (2017).

წყარო: საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: