| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მაყაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი. სწავლობდა თბილისის პირველ გიმნაზიასა და პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. რუსეთში დაუახლოვდა რევოლუციურ-ხალხოსნურ მოძრაობის ხელმძღვანელებს და მათი იდეის გამარჯვებას ხელს უწყობდა. 1876 წელს, რუსეთიდან საქართველოში წამოსვლის დროს, სამხედრო გზის სადგურებზე გაავრცელა აკრძალული ლიტერატურა:1."4 стражника", 2."Правда-кривда", 3."Народные чтения о смутном времени на Руси", რის გამოც შეიპყრეს (ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა: "Умственное развитие Европы", :"Анархизм по Прудону" და "Общая идея революциив XIX в."). თელავიდან თბილისს ჩამოიყვანეს, ჯერ კომენდატურაში, შემდეგ მეტეხის ციხეში ჩასვეს. ალექსანდრე მაყაშვილი რევოლუციურ მუშაობას არ ჩამოშორებია: კავშირი ჰქონდა რუსეთის რევოლუციონერებთან ჰქონდა, რისთვისაც კავკავში (ვლადიკავკაზი, ძაუგი, ძაუჯიყაუ, ორჯონიკიძე) დადიოდა ხოლმე, გლეხებს წიგნებსა და გაზეთებს უკითხავდა და სხვ. საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა: სოფელ ყვარელში სკოლა და საავადმყოფო ააშენებინა, პირველმა ჩაიტანა და გლეხებს გააცნო ვენახების შესაწამლი მანქანა და, საერთოდ, გლეხების განვითარებას ყოველმხრივ ხელს უწყობდა და ეხმარებოდა. წერდა ლექსებს გლეხთა ყოფა-ცხოვრებიდან "სანდროს" ფსევდონიმით. მისივე თანამოაზრე იყო იოსებ (სოსო) რამაზის ძე მაყაშვილი, იყალთოელი, რომელიც სოფელ-სოფელ მასწავლებელთა შორის ხალხოსნურ პროპაგანდას ეწეოდა. რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის აქტიური მონაწილე საქართველოში, რევოლუციონერი, ერთ-ერთი პირველი ხალხოსანთაგანი, პროპაგანდისტი, ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.86
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

