The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ჩუბინიძე

მერაბ ჩუბინიძე
Date of birth:14 December, 1945
Date of death:5 September, 2001  (at 55 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

სწავლობდა ვორონეჟის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე და ბოლოს, იურიდიულ ფაკულტეტზე.

სწავლის პერიოდში მუშაობდა მუშად, ელექტრიკოსად, ბინათმართველობის რიგით მუშად, ინსტრუქტორად კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში ქ. ვორონეჟში. 1972 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა თავისი ძირითადი პროფესიით და თითქმის ოცდაათი წელი ემსახურა კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვას. ამ ხნის განმავლობაში იგი მუშაობდა: თბილისის პროკურატურაში, სტაჟიორ-გამომძიებლად; საგარეჯოს პროკურატურაში, გამომძიებლად; ხელვაჩაურის პროკურატურაში, გამომძიებლად; გორის რაიონში, პროკურორის თანაშემწედ, პროკურორად; სამხრეთ ოსეთის ოლქში, პროკურორის თანაშემწედ; ქარელში, პროკურორის თანაშემწედ; გორის რეგიონში, სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარედ და ა. შ.; 1994 წლის 23 ივნისს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებით მერაბ ჩუბინიძეს მიენიჭა "იუსტიციის პოლკოვნიკის" წოდება. მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო, მადლობა, თუ საპატიო სიგელი.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-159-162


Share: