| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა გოდერძიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ფიზიკოსის კვალიფიკაციით 1973 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 1999 წელს. 1967-1986წწ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი "მიონი", ოპტოელექტრონიკის განყოფილება, უფროსი ტექნიკოსი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 1986-1989წწ. ავტომატური სისტემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი "სხივი" ოპტოელექტრონიკის ლაბორატორია, სექტორის გამგე; 1989 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1989-2012წწ. მიკროელექტრონიკის სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1989-2006წწ. მიკროელექტრონიკის და ფიზიკური მასალათმცოდნეობის კათედრა, დოცენტი; 2006-2012წწ. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენი, ასოცირებული პროფესორი; 2011 წლიდან ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ჟ. შარტავას ინფორმატკის და მართვის სიიტემების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორია, ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, პროფესორი. არის სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების და გამოფენების მონაწილე. მიღებული აქვს საკავშირო და სხვა გამოფენების მედლები. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

