The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ მაჭავარიანი

გრიგოლ მაჭავარიანი
Other name:ისევ ის
გ. მა-ნი  (Pseudonym)
გრ. გძელიშვილი  (Pseudonym)
გრ. საქარიქედელი  (Pseudonym)
გრ. სლავისონიშვილი  (Pseudonym)
გრი  (Pseudonym)
ძველი  (Pseudonym)
Date of birth:5 January, 1887  (139 years)
Date of death:19??
Category:Writer, Educator, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საქარიქედი (შორაპნის მაზრა), ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა გიმნაზია და პედაგოგიური კურსები.

1908 წლიდან მასწავლებლობდა გურიის სხვადასხვა სოფელში, აგრეთვე  "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სკოლებში: ქ. კავკავში (ვლადიკავკაზი) სოფელ ყალამბიაში, სოფელ შრომაში და სხვ.. ცნობილი იყო როგორც მოწინავე და ეროვნული სკოლისთვის მებრძოლი მასწავლებელი. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1905 წელს. თანამშრომლობდა ჟურნალ "განათლებაში", "თეგში", "ალიონში", "თეატრი და ცხოვრებაში", "თანამედროვე აზრში" და სხვ.. ხელმძღვანელობდა გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკას", ორი წელი მუშაობდა პედაგოგიურ გაზეთ "კომუნისტურ განათლებაში", სადაც ათავსებდა წერილებს პედაგოგიურ და მეთოდურ საკითხებზე. 1938-1939 წლებში იყო ჟურნალ" მეთოდური კრებულის"  პასუხისმგებელი მდივანი. წერდა ესკიზებს, ნოველებს, პატარ-პატარა მოთხრობებს სოციოლოგიურ თემებზე, აგრეთვე – პიესებს. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.113


Share: