| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით 1979 წელს. 1979 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი): 1979-1981წწ. ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ელექტრონული გამომთვლელი მანქანების კათედრა სამეურნეო თემის ინჟინერი; 1981-2001წწ. პრობლემური ლაბორატორია, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 2001-2006წწ. ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია, ლაბორატორიის უფროსი; 2006-2012წწ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების (იმს-ი) ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2011-2021წწ. სტუ-ს საგამოცდო ცენტრი, ცენტრის უფროსი; 2012 წლიდან ინფორმატიკისა და მართვის სისტემების (იმს-ი) ფაკულტეტი, პროფესორი; 2021-2022წწ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკრედიტაციის საბჭო, მოწვეული წევრი; 2021-2024წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი. 2014 წლიდან საქართველოს შემოქმედებითი კავშირის - "საქართველოს საინჟინრო აკადემიის" ინფორმატიკის განყოფილების მრჩეველი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

