The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჩიტაია

გიორგი ჩიტაია
Date of birth:15 September, 1913  (112 years)
Date of death:20??
Category:Mathematician, Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, შემდეგ ასპირანტურა.

თავისი შრომითი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა ქ. გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ (მოგვიანებით ეკონომიკურ) ინსტიტუტში. ლექციებს კითხულობდა თბილისში, ქუთაისში და ა.შ. გორის ინსტიტუტში იგი თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი. პარალელურად კითხულობდა ლექციებს. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და პრაქტიკული მონაწილეობით შეიქმნა და აღიჭურვა რამდენიმე თანამედროვე ლაბორატორია. ინსტიტუტში მუშაობის წლებში (თითქმის 40 წელი) დაიწერა ბატონი გიორგი ჩიტაიას აღიარებული შრომები: "ფიზიკის ისტორიიდან საქართველოში", "ფიზიკის ისტორიის შესავალი", "ფიზიკის მეთოდოლოგია", "მათემატიკის ისტორია საქართველოში", "ნარკვევები მექანიკაზე", "მათემატიკის ისტორიის კურსი", "ფიზიკა ფიზკულტურელებისათვის", "ტექნიკის ისტორია საქართველოში", "მსოფლიო ტექნიკის ისტორიის კურსი" და ა.შ. შრომების ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ტექნიკური სფეროდან. მრავალი ნარკვევი, ბროშურა თუ პუბლიცისტური წერილი გამოაქვეყნა ისეთ დარგებში, როგორიცაა ლიტერატურა, კულტურა და ხელოვნება, სპორტი და ა. შ. დიდი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა გიორგი ჩიტაიას მოღვაწეობა კულტურის სახალხო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, სადაც მან თითქმის 20 წელი იმუშავა. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობისათვის გიორგი ჩიტაიას მიღებუული აქვს მრავალი ჯილდო, საპატიო სიგელი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ლაურეატობა, საკავშირო და რესპუბლიკური ფულადი პრემიები და სხვა. ქ. გორის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე, გასული საუკუნის 70-იან წლებში იყო ტრადიცია: სანამ თამაში დაიწყებოდა, ადგილობრივი რადიოთი გადმოიცემოდა საინფორმაციო მასალა სტუმარი გუნდის ქვეყნის (ქალაქის) ისტორიიდან – გეოგრაფიის, ეკონომიკის, კულტურის, ლიტერატურის, მრეწველობის, მეურნეობის, ზნე-ჩვეულებების, ტრადიციების, სპორტიისა და სამზარეულოს შესახებაც კი. ამ საინტერესო ტრადიციის ავტორი იყო ბატონი გიორგი ჩიტაია.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.154-158


Share: