The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თანმარ ბერბერაშვილი

თანმარ ბერბერაშვილი
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1969  (56 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ფიზიკოს-მეტალურგის სპეციალობით 1991 წელს.

1986 წელს მუშაობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტში, სამედიცინო ბიოფიზიკის ცენტრის ბიოპოლიმერების ლაბორატორიის პრეპარატული ქიმიის ჯგუფში, ლაბორანტად; 1992 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე: 2006-2007წწ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი მოწვეული მასწავლებელი; 2007-2009წწ. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, მათემატიკის კათედრა (ინგლისური სექტორი), მასწავლებელი; 2010 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, უფროსი მასწავლებელი, მიწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომერციალიზაციის დეპარტამენტი, უფროსი სპეციალისტი; 2022 წლიდან მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2010 წლიდან მონაწილეობს ევროპულ და ეროვნულ პროექტებში. მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე საერთაშორისო კონფერენციაში და არის 80-ზე მეტი შრომის თანაავტორი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. არის ორი პატენტის მფლობელი, მაგისტრანტების და დოქტორანტების ხელმძღვანელი. აქვს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო / კვლევით დაწესებულებებში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ: ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, კორეა, ჩინეთი, ბრიუსელი, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი. ჟურნალ "Science Publishing Group", მიწვეული რედაქტორი; ნანოტექნოლოგიისა და ნანოტექნოლოგიების საერთაშორისო ჟურნალ "Nano Studies" აღმასრულებელი რედაქტორი; ქალთა ლიდერობის საბჭოს წევრი. ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2011).

წყარო: საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემია, წევრი (2023-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2018-)

ბიბლიოგრაფია

  • ნედლეულის ეკონომიკა : ნედლეულის როლი გლობალიზებულ სამყაროში (თანაავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2016. - 540გვ.. - ISBN: 9789941457470

გააზიარე: