| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედიკ ხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდა: გაზეთ "სტალინელის" რედაქციაში; პარტიის საქალაქო კომიტეტში, განყოფილების გამგედ; გორის საკონსერვო ქარხანაში; უსინათლოთა საზოგადოებაში, თავმჯდომარედ; "გორვაჭრობაში", დირექტორად; სასტუმრო "ინტურისტში", დირექტორად; გორის წისქვილკომბინატში და ა. შ. უყვარდა პოეზია, წერდა ლექსებს. მისმა მეგობრებმა გამოსცეს მისი ლექსების კრებული (1997 წელს, "გახსოვდეს"). ლექსების აბსოლუტური უმრავლესობა სატრფიალო ხასიათისაა. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-168-172
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

