The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი გოჩიტაშვილი

ლალი გოჩიტაშვილი
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1963  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ–სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით 1984 წელს; საქართველოს პატენტმცოდნეობის საერთაშორისო ინსტიტუტის პატენტმცოდნეობის ფაკულტეტი პატენტმცოდნის კვალიფიკაციით 1983 წელს.

1984 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1984-1988წწ. ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი გამოთვლითი ტექნიკის კათედრის საკონსტრუქტორო ბიურო, ინჟინერი, მეცნიერ-თანამშრომელი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-2006წწ. ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის ელექტრონული გამომთვლელი მანქანების სპეციალობის გამოთვლითი ტექნიკის კათედრა, ტექნიკოსი, ასისტენტი; 2006 წლიდან ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი, სრული პროფესორი; 2007 წლიდან ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ორგანიზაციული მართვის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი,  პროფესორი. არის 50-დე სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს ავტორი. ტექნიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). 

წყარო: საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: