The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1954
გარდაცვ. თარიღი:7 ნოემბერი, 2003  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1978 წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1977-1987წწ. რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1987-1992წწ. რესპუბლიკური სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის თერაპიული განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1992-1994წწ. შეთავსებით თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის დოცენტია; 1997 წელს ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრის პროფესორი; 1998 წლიდან კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 1999-2003წწ. აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე; პროფესორ ბოჭორიშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა ძირითადად მიმდინარეობდა ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე, მიჰყავდა პრაქტიკული მეცადინეობებისა და ლექციების კურსი ექიმ მსმენელებთან. 63 მეცნიერული ნაშრომის ავტორი, აქედან 1 მონოგრაფიაა. რესპუბლიკის სეფსისოლოგ-კონსულტანტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1985), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოთერაპიის სხვადასხვა მეთოდისა და ვენური ფაგოთერაპიის ეფექტურობის კლინიკური შეფასება გენერალიზებული სტაფილოკოკური ინფექციის დროს", დაიცვა 1985 წელს, თბილისი; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თერაპიული სეფსისის კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1992 წელს, ქ. მოსკოვი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.33-34


გააზიარე: