The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიანა ფერაძე

ლიანა ფერაძე
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)  რადიოინჟინერის კვალიფიკაციით 1969 წელს; იმავე ინსტიტუტის ასპირანტურა სპეციალობით ტექნიკური კიბერნეტიკა და ინფორმაციის თეორია 1973 წელს.

1969 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე: 1969-1987წწ. სამეურნეო-სახელშეკრულებო თემა, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; საპრობლემო ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1987-2006წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტიტი, კავშირგაბმულობის ფაკულტეტი, რადიოტექნიკის კათედრა, დოცენტი; 2006-2009წწ. ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტი, რადიოტექნიკის კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2009-2013წწ. ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტი, ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტ, ასოცირებული პროფესორი, მიწვეული პროფესორი; 2013-2021წწ. ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფკულტეტი, რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის დეპარტამენტი, მიწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი; 2021 წლიდან ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი. არის 5 სახელმძღვანელოს, 4 მეთოდური და 27 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: