| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაურ ბიჩინაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ქ. ლენინგრადის კიროვის სახელობის მსუბუქი მრეწველობის ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის (გამომყვანი საამქროს) ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბამბეულის კომბინატის საგრავიურო საამქროში მუშად. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დაუბრუნდა თავის მშობლიურ კომბინატს და დაიწყო შრომითი მოღვაწეობა. ჩამოყალიბდა თვალსაჩინო სპეციალისტად ქსოვილების მოხატვისა და ფერთა შერჩევის სფეროში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და პირადი აქტიური მონაწილეობით იქმნებოდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იგზავნებოდა ისეთი ქსოვილები, როგორიც იყო: "პიკე", "მზიური", "დარიალი", "ვარძია", და სხვა. ნაყოფიერი შრომითი მოღვაწეობის პარალელურად დაამთავრა კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი, ამჯერად საწარმოო პროცესების ეკონომიკისა და ორგანიზაციის განხრით. იყო მრავალი გამოგონების ავტორი, რომელთა პრაქტიკულმა დანერგვამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი მოუტანა კომბინატს. 40 წელზე მეტი იმუშავა ბამბეულის ქსოვილების კომბინატში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, გენერალური დირექტორის მოადგილედ. მინიჭებული ჰქონდა საკავშირო რაციონალიზატორის საპატიო წოდება. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, პრემია, პრიზი, საპატიო სიგელი და საერთაშორისო გამოფენების დიპლომები. სიცოცხლის ბოლო წლებში კომბინატის გამომყვან ფაბრიკას ხელმძღვანელობდა. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.14-16
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

