The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩხოტუა

გიორგი ჩხოტუა
სხვა სახელი:ჟორჟი ჩხოტუა
დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:1946  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. 1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

მონაწილეობდა პირველი მსოფლიო ომში; დაიჭრა 1914 წელს; გიორგი ჩხოტუა 1921 წლამდე მსახურობდა პეტროგრადში; 1921 წლის თებერვალში მე-11 საოკუპაციო არმიასთან ერთად თბილისში შემოვიდა, ირიცხებოდა წითელი არმიის რიგებში. ამ ფაქტის გამო დედამ, ელისაბედ ტერ-არუთინოვამ (1870-1949) შვილთან ურთიერთობა საბოლოოდ შეწყვიტა. სიცოცხლის ბოლო წლებში გიორგი ჩხოტუა ბაქოში ცხოვრობდა და სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა. ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუას შვილიშვილი, სიმონ ზურაბის ძე ჩხოტუას შვილი, ზურაბ ჩხოტუას ძმა.

წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.-თბ.,2020.-გვ.257-258

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის ჯვარი

გააზიარე: