The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი პეტრიაშვილი

გივი პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1915
გარდაცვ. თარიღი:30 იანვარი, 1963  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ამბროლაური
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1939 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ამბროლაურის რაიონის საექიმო უბნის გამგედ, სადაც დაჰყო 1941 წლამდე. იმავე წელს გაიწვიეს არმიაში, დანიშნეს ახალციხის სამხედრო ლეგიონის უფროს ექიმად, სადაც 1945 წლამდე მუშაობდა. 1946-1947 წლებში საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის სამხედრო კათედრის სამედიცინო საქმის უფროს მასწავლებლად მუშაობდა. 1947 წელს ამბროლაურის მთავარი თერაპევტი იყო. 1948-1958 წლებში ამბროლაურის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარი ექიმია. 1958-1963 წლებში ამბროლაურის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილეა სამკურნალო დარგში. არაერთხელ აღინიშნა მისი ღირსებები ამბროლაურის რაიონის გაზეთებში ("კომუნიზმის დროშა", 1973). პრაქტიკოსი თერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. აფრასიონ პეტრიაშვილის შვილი, ჯულიეტა ანთაძე-პეტრიაშვილის მეუღლე, თეიმურაზ და შალვა პეტრიაშვილების მამა. 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I :2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.54-55

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: