The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მაჭარაძე

ალექსანდრე მაჭარაძე
დაბადების თარიღი:1858
გარდაცვ. თარიღი:1917  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

რვა წელი მუშაობდა მარტვილში პედაგოგად, შემდეგ ხონში კერძო სასწავლებელი დააფუძნა, რომელიც თანდათან პროგრამით შეავსო და, ბოლოს, ქალთა პროფესიულ სკოლად გადააკეთა. ხონშივე დააარსა სტამბა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეებშიც მონაწილეობდა. სახალხო განათლებას 38 წელი ემსახურა. სახალხო მასწავლებელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.127; ალექსანდრე თომას ძე მაჭარაძე (1858-1917) : წლის თავის შესრულების გამო // თეატრი და ცხოვრება. - 1919. - N1. - გვ.7

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილება , ნამდვილი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილება , გამგეობის მდივანი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილება გამგეობის წევრი, გამგეობის წევრი (1915-)

გააზიარე: