| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჟორა კარაპეტიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე. ჰქონდა უმაღლესი პოლიტექნიკური განათლების დიპლომი; ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა გზა რიგითი მხაზველიდან სამმართველოს უფროსისა და კომბინატის დირექტორის თანამდებობამდე. იყო მაღალი დონის სპეციალისტი, რომელიც თავის გვერდით ზრდიდა მომავალ ახალგაზრდა მშენებლებს, ასწავლიდა მათ სამშენებლო ტექნოლოგიებში დანერგილ სიახლეებს. მისი აქტიური მონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენდა: სასტუმრო "ინტურისტი", კავშირგაბმულობის სახლი, ბამბეულის ქსოვილების კომბინატის მეორე რიგი, საკონსერვო ქარხანა, სურამის მინის ქარხანა, წისქვილკომბინატი, მაცივარკომბინატი, ბორჯომის N2 ჩამომსხმელი ქარხანა, ხაშურის გალანტერიის კომბინატი, ბიჭვინთის დასასვენებელი კომპლექსის N6 კორპუსი, მრავალი საცხოვრებელი ბინა, სკოლა, საბავშვო ბაღი და სხვა. სამამულო ომის ვეტერანი. მისი საბრძოლო, სამეურნეო თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა აღინიშნა მრავალი ორდენით, მედლით, დიპლომით და ა.შ. წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-32-34 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

