| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ერგემლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1979წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1979-1986წწ. ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1999წწ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1999-2009წწ. "ავერსი-ფარმა"-ს წამლების რეალიზაციის განყოფილების მენეჯერი ; იყო 15 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში; კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტში "გაენათი", ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში (კერძო სასწავლებელი), ასევე ასწავლიდა მათემატიკას თბილისის საშუალო სკოლაში (1988-1999); რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული როგორც ფულადი, ასევე სხვადასხვა წამახალისებელი ჯილდო. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1986, ქ. ვილნიუსი). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.93-95
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

