The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე გოცაძე-კურცხალია

ელენე გოცაძე-კურცხალია
ოფიციალური სახელი:ლეტიცია გოცაძე
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1913
გარდაცვ. თარიღი:18 ოქტომბერი, 2002  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ძმათა სასაფლაო, ჭიათურა
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წითელხევი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი თერაპევტის დიპლომით 1936 წელს.

1936-1937 წლებში მუშაობდა ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის საექიმო პუნქტის გამგედ; 1938-1958წწ. ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორდინატორად; 1958-1986წწ. ჭიათურის მედსანნაწილის თერაპიული განყოფილების გამგედ; 1986-1990წწ. ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ; 1990-2002წწ.  ქალაქის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების საორგანიზაციო მეთოდური და სტატისტიკის და აღრიცხვის ექიმად; 1938 წლიდან მთელი ორი ათეული წლის მანძილზე კითხულობდა ჭიათურის საშუალო სამედიცინო სასწავლებელში შინაგანი სნეულებების კურსს მომავალ მედდებთან; მან შეაგროვა და მეცნიერულად გადაამუშავა ჭიათურის სამედიცინო სამსახურის ისტორიის ამსახველი წერილობითი მასალები და ფოტოები. ეწეოდა პუბლიცისტურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას - ბეჭდავდა წერილებს გაზეთ "ჭიათურის მაღაროელში". დაჯილდოებულია უამრავი საპატიო სიგელით. უმაღლესი კატეგორიის ექიმი-თერაპევტი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: 2 ნაწილად. ნაწ.I / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.98-99

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • შრომის ვეტერანი
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: